Monday 21 December 2009

მანანა გომართელი





ვასწავლი 9 პირველ კლასს. I1 , I2, I3 ,I4, I5, I6, I7, I8, I9, I10. მოგეხსენებათ, რომ პირველ კლასებში ზეპირმეტყველებით მიმდინარეობს სწავლება.

შევისწავლეთ:

Unite 1: - Greetings

Unite 2: - Who are you? Pupils personality

Unite 3: - Schothings

Unite 4: - A classroom

Unite 5 - Numbers

Unite 6 - Colours

Unite 7 - Toys

Unite 8 - A Merry Christmas

თითოეულ თემას ახლავს ლექსი, სიმღერა თამაშობა. გაკვეთილები ტარდება თვალსაჩინოებით, ლოტოთი და სათამაშოებით. ვისმენთ სიმღერებს კასეტით. ყველა პარალელში მაქვს სახატავი ალბომი, სადაც მოსწავლეები ყველა შესატყვის თემაზე ხატავენ ან ამოჭრილ ნახატებს აწებებენ ალბომებში.

II ტრიმესტრიდან განსაზღვრული გვაქვს ანბანის შესწავლა. მხოლოდ ანბანის წერა და თვითოეულ ასოზე სიტყვები. შევარჩიე წიგნი, რომელშიც არის სავარჯიშოები ყოველი მეოთხე ასოს შემდეგ და რა თქმა უნდა დიდი და პატარა ასოს გამოწერა. ჩვევად მაქვს და ყოველ გაკვეთილზე ვეკითხები, ვაფასებ და ვურიგებ ღიმილებს. ვაქებ შემდეგი სიტყვებით: Good, very good, Excellent, Brilliant.

No comments:

Post a Comment